Leave a comment

პოლიციელთა ძალადობა აივ-ინფიცირებულ ადამიანზე

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო აღიარებს აივ ინფიცირებულ პაციენტთა კონფდენციალობის დაცვის სტანდარტს და ნებაყოფლობითი ტესტირების პროცედურას, პრაქტიკა განსხვავებულია. ქვემოთ მოცემული ისტორია წარმოგვიდგენს პოლიციელთა მიდგომას აივ ინფიცირებული პაციენტის უფლებების და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვასთან, ასახავს არაადამინურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, რაც ერთმნიშვნელოვნად საუბრობს პოლიციელთა დისკრიმინაციულ მიდგომებზე.

რამდენადაც აივ ინფიცირებული ადმაინის სტატუსი და პირადი მონაცემები კონფიდენციალურია, ქვემოთ მოყვანილ ისტორიაში ჩვენ არ ვიყენებთ სახელსა და გვარს.

„ მიმდინარე წლის 28 ივლისს ვიმყოფობედი ც ჰეპატიტის აქციაზე, რის შემდგომაც მეორე დღეს 29 ივლისს მეგობრებთან ერთად გადავლახე საზღვარითურქეთის მიმართულებით. 3 აგვისტოს საქართველოში დაბრუნების დროს სარფის საბაჟოსთან მოხდა ჩვენი დაკავება. დაგვხვდა შავი ფერის ტოიოტას მარკის ავტომანქანა სერიის N775, 8 მამაკაცი და 1 ქალბატონი. წარმოადგინეს მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანის მიერ გაცემული ჩხრეკის ოქმი, რომელიც გაცემული იყო 29 ივლისს. ავტომობილში მოხდა თითოეული ჩვენგანის გაშიშვლება და პირადი ნივთებიდან ამოღებული იქნება შემდეგი პრეპარატები: აბაკავირი 300მგ, ლამივუდინი150მგ, ეფავირენზი 200მგ კაფსულებში. ჩხრეკა მოხდა საჯაროდ და დარღვეული იქნა კონფიდენციალობის პრინციპი, რა დროსაც ამოღებული პრეპარატები მიჩნეული იქნა, როგორ ნარკოტიკული საშუალებები და ჩემგან მოითხოვდნენ საჯაროდ მეღიარებინა თუ რა პრეპარატები იყო. ჩხეკა მოხდა გარე კაფეში 11:30 წთ-ზე. ჩხრეკის დროს პოლიციელების მხრიდან აღნიშნებოდა მუქარა: „მოვა ჩვენი უფროსი „ქურთი“ და მერე ვნახავთ როგორ იჭიკჭიკებთ“. უფროსის ე.წ. „ქურთის“ მოსვლის შემდეგ ჰქონდა მუქარას ადგილი რა დროსაც მან განაცხდა: „შენ არ გაგიგია, კაფსულებში, რომ არ არის ნარკოტიკული ნივთიერება და მერე, რომ აღმოჩნდება?!“.
აღნიშნული ჩხრეკის დროს, სტრესული გარმეოს ზემოქმედებით დამეწყო მენსტრუალური ციკლი, რა დროსაც არ მომცეს საპირფარეშოში შესვლის უფლება, რამაც ჩამაყენა ძალიან გაუსაძლის და შეურაცმყოფელ მდგომარეობაში.
ამოღებულ პრეპარატზე შეადგინეს ოქმი, რის საფუძველზეც მოხდა ჩვენი გადაყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სამივე პირს იძულებით ჩაგვიტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა, გინეკოლოგიური და პროქტოლოგიური გასინჯვა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ვითხოვდით საპირფარეშოში შესვლას, თუმცა 7 საათის მანძილზე არ დააკმაყოფილეს ჩვენი მოთხოვნა. ამის შემდეგ წაგვიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე შსს-ს განყოფილებაში. ნარკო-ტესტირების შემდეგ ჩემი მეგობრების გათავისუფლება მოხდა, მე კი დაკავებული უნდა ვყოფილიყავი მანამდე, სანამ არ მოვიდოდა კაფსულებში არსებული ნივთიერებების ექსპერტიზის პასუხი.
ამის შემდეგ ჩამომიყვანეს თბილისში, ქალაქის სამმართველოს მე-5 სართულზე და დამტოვეს ვინმე გამომძიებელ ლაშასთან, რომელმაც ჩემზე დაიწყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და კატეგორიული მოთხოვნა, რომ, მათთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, თუ, სად იმალებოდა ე.წ ფაქტი – ნარკოტიკული ნივთიერება. ზეწოლა გრძელდებოდა ნახევარი საათის განმავლობაში, რის შემდგომაც ოთახში შემოვიდან ხელმძღვანელი პოლიციელი, რომელმაც გამიყვანა სხვა პოლიციის ოთახში და პირდაპირი ტექსტით მომართა „-შენ განწირული ხარ, შენ წამლებში აუცილებლად იქნება ნარკოტიკური ნივთიერება.“ ჩემს მიმართ გამოყენებული იქნა ლანძღვა-გინების სიტყვები და მაიძულებლდა რომ „ჩამეშვა“ ე.წ გამსაღებელი, რომელიც მაძლევდა ნარკოტიკულ ნივთიერებას. ამის შემდგომ გამიყვანეს ისევ ლაშასთან და ხელი მომაწერინეს ე.წ. ლუქის სტიკერზე, თუმცა ეს ლუქის სტიკერი არ გამოიყენეს ჩემი თანდასწრებით და გაურკვეველია რაში გამოყენეს. როცა მე მოვითხოვე, რომ ჩემი თანდასწრებათ დაელუქათ ჩემგან ამოღებული პრეპარატები, საპასუხოდ მოხდა ჩემს მიმართ შეგინება, დამადეს ხელბორკილები და გადმომიყვანეს ე.წ. მოდულის შენობაში,წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც ვიყავი მეორე დღეს 22 საათამდე.
რამდენადაც ჩემი ჯანმრთველობის მდგომაროება ითხოვდა აუცილებლად ანტირეტრო ვირუსული პრეპარატის მიღებას, მე პოლიციელებს ვთხოვდი, რომ დაუყონებლივ მოეწოდებინდათ ჩემთვის ეს პრეპარატები, რაზეც უარი განმიცხადეს.
ჩემი განთავისუფლებიდან, მეორე დღეს დავუკავშირდი გამომძიებელ ლაშას, რათა დამებრუნებინა ჩემი პირადი ნივთები, საბუთები, პირადი თანხა და მედიკამენტები. თუმცა დამიბრუნა პირადი თანხა და საბუთები, ხოლო მედიკამენტებზე უარი მითხრეს. მოგვიანებით მკურნალი ექიმის დაკავშირების შემდგომ გამომძიებელთან მოხდა ჩემი მედიკამენტების დაბრუნებაც.
აღნიშნული არა ადამაინური მოპყრობის მიზანი იყო მეთანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი დამედო სხვადასხვა პირებისათვის, თითქოს მე მათგან ვიძენდი ნარკოტიკულ ნივთიერებას.

მას შემდეგ რაც გამანთავისუფლეს,რამოდენიმეჯერ მოხდა პოლიციელთა დაკავშირება ჩემს მობილურ ტელეფონზე და ჩემგან მოითხოვენ , არ დავტოვო ქალაქი, ვიანიდან შესაძოა მე გამოძიებას დავჭირდე.“

აივ-ინფიცირებული ადამიანების უფლებების დარღვევა გამოწვეულია არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკით, რასაც თან სდევს პოლიციელთა გადამეტებული უფლებამოსილება.

ფაქტი გასაჩივრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში.

ლიზა ანდღულაძე